ახალი ამბები
კორონავირუსის 17 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 581 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 612 481.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 255, შიდა ქართლი - 200, გურია - 112, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 349, კახეთი - 878, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 871 ადამიანი.
Print