ახალი ამბები
ქართველ მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
13 ოქტომბერს, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის "ფიდე" ორგანიზებით, საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე chess.com მსჯავრდებულთა შორის პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ასპარეზობაზე, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 30 ქვეყნის ვაჟთა, ქალთა და არასრულწლოვანთა გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოდან 3 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული გუნდი ოთხი მონაწილისგან შედგებოდა.

გუნდები დაკოპლექტდა საქართველოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების შიდა და საერთო ჩემპიონატიდან, რომლებიც სქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

სჯავრდებულთა შორის, პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე,  დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა.

დასკვნით ასპარეზობაში 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო.

ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა

Print