ახალი ამბები
როგორ დაკომპლექტდა ქუთაისის საკრებულო? - საოლქო კომისიამ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტური "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ხატია დეკანოიძის უპირატესობით დასრულდა, რომელმაც ხმების 43.33% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ხმების 41.45%-ით.

რაც შეეხება საკრებულოს, წარმომადგენლობითი ორგანო 35 დეპუტატით დაკომპლექტდა. აქედან 18 ეყოლება "ქართულ ოცნებას", ხოლო 17 ოპოზიციას. კონკრეტულად, 14 დეპუტატის შეყვანა მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", აქედან ორი მაჟორიტარია. ორი დეპუტატი ჰყავს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის", ხოლო "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს" ერთი დეპუტატი

პროპორციული სიის პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3. 31%

"საქართველოსთვის" - 6, 71%

"ნაციონალური მოძრაობა" - 37, 56%

"ქართული ოცნება" - 39, 15%
Print