ახალი ამბები
საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა
FaceBook
გასული ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4.7%-ით გაიზარდა.

ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 1.8%- ით გაიზარდა და საშუალოდ 2,82 ლარი შეადგინა. Super-ის ფასი 4.94%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,1 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 4.18%-ით გაიზარდა Premium-ის ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,17 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 5.03%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,89 ლარი შეადგინა.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში ყველაზე სწრაფი ტემპით, 7.57%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,9 ლარი შეადგინა.

გასული ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასის საშუალო ზრდამ ქვეყანაში დაახლოებით, 46% შეადგინა.

მსოფლიოში, მიმდინარე წელს, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა, უფრო კონკრეტულად, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 84 დოლარს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი სამი წლის რეკორდული მაჩვენებელია.


bpn.ge
Print