ახალი ამბები
კორონავირუსის 16 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 076 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის,  ინფიცირების 1028  შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში. 
გამოჯანმრთელდა 1 126, გარდაიცვალა  - 44 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების დღიდან, ჯამში ინფიცირებულია 657 753 პირი.

სულ  გამოჯანმრთელებულია  609 987 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 9 440.


დადებითობის დღიური მაჩვენებელია  8,06%, ბოლო 14 დღის - 8,04%, ხოლო ბოლო 7 დღის - 8,77%.

შემცირებულია აცრის მსურველთა რაოდენობა. 15 ოქტომბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ  6 673-მა ადამიანმა ჩაიტარა.

საქართველოში სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა.  


Print