ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები უკვე შეაჯამა. შედეგები დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში პირველი ტური "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ხატია დეკანოიძის უპირატესობით დასრულდა, რომელმაც ხმების 43.335% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ხმების 41.45%-ით. ამ მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტური ჩატარდება. რაც შეეხება საკრებულოს, წარმომადგენლობითი ორგანო 35 დეპუტატით დაკომპლექტდა. აქედან 18 ეყოლება "ქართულ ოცნებას", ხოლო 17 ოპოზიციას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან მმართველმა პარტიამ ორი ოლქი წააგო.

საარჩევნო პერიოდში კომისიაში სულ 90 საჩივარი შევიდა. აქედან მხოლოდ ექვსი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17, განუხილველი დარჩა ოთხი.
50 საჩივრის ავტორს კი მათ დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. კომისიის წევრებმა არ დააკმაყოფილეს აგიტაციის და კარუსელის შემთხვევების შესახებ დაწერილი საჩივრები, ასევე, დარღვევად არ მიიჩნიეს მარკირების გარეშე უბანზე ამომრჩევლის შესვლა, წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორების თვითნებური შეცვლა, ხელმოწერილ და გაცემულ ბიულეტენებს შორის აღმოჩენილი სხვაობა, კაბინაში ერთდროულად ორი ამომრჩევლის ყოფნა და კონვერტის გარეშე ბიულეტენების ყუთში ჩაგდება.

რაც შეეხება #112 და #124-ე უბნებს, სადაც წინასწარ შეავსეს შემაჯამებელი ოქმები, კომისიამ აღნიშნულ უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნა გამოუცხადა. ასევე, გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები #36-ე უბანზე.

საქართველოს 20 ქალაქში მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


ამავე თემაზე:

ვინ არის სინამდვილეში "მესამე ძალა" და ვინ წაართვა ხმები "ქართულ ოცნებას" ?
Print