ახალი ამბები
კომუნალური გადასახადები მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს დაუფინანსდება
FaceBook
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება საყოველთაო არ იქნება და ის მხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირება არასწორია.

"მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება", – განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

Print
თეგები: #კომუნალური