ახალი ამბები
3 270 დაინფიცირდა, 26 გარდაიცვალა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.
Print