ახალი ამბები
რუსთავის ციხეში ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
FaceBook
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

14 ოქტომბერს რუსთავის მე- 17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობდა.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.


Print