ახალი ამბები
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
FaceBook
თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

მომიტინგეთა მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების.
Print