ახალი ამბები
"როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება"
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს განცხადებით, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს, შერიგება არ ხდება.

„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“
, - განაცხადა მეუფე იოანემ.

დღეს, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად ფართომასშტაბიანი აქცია იმართება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების.

ipn.ge
Print