ახალი ამბები
ქუთაისში აქციაზე წამსვლელ კოლონას გზაზე ცოცხების კორიდორი მოუწყვეს
FaceBook
ქუთაისში ,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოლონებს, რომლებიც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციას უერთებოდნენ  კონტრაქციით დახვდნენ.
"ამით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს", - ამბობენ კონტრაქციის მონაწილეები. 

კოლონები ლოზუნგით ,,თავისუფლება მიშას'' ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

კოლონა თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ აქციას უნდა შეუერთდეს.

მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა.

აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ზუგდიდიდან დაანონსა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მ

იხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების.


Print