ახალი ამბები
ქუთაისის მადლიერების სახლში მოხუცების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივეთები გამოფინეს
FaceBook
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღე ქუთაისის "მადლიერების სახლშიც" აღნიშნეს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მადლიერების სახლის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის 23-ე სკოლის სამოქალაქო კლუბ "ევრო ინიციატორების" მოსწავლეები.

მადლიერების სახლში ამჟამად 800 ბენეფიციარი ცხოვრობს და მათზე 32 თანამშრომელი ზრუნავს.

რეზი ბურჯანაძე

Print