ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე შეტყობინებების რაოდენობამ მოიმატა
FaceBook
8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურში მოქალაქეების მხრიდან შეტყობინებების რაოდენობამ მოიმატა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ზვიად წაქაძის განამრტებით, მოქალაქეები საცხოვრებელ კოპუსებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შემოწმებას ითხოვენ.

"მსგავსი მომართვიანობა აქამდეც იყო,  დღეში საშუალოდ 8-10 შეტყობინება იყო ცხელ ხაზზე (0431/ 24-92-73). თუმცა, ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მეტი ზარი შემოდის. ზოგს მეზობლის რემონტის ხმა აწუხებს, ზოგს აინტერსებს რამდენად უსაფრთხოდ მიდის სამუშაოები  და მას ხომ არ დააზარალებს კორუსში მიმდინარე  სამუშაოები. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები მიდიან და ამოწმებენ  თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციით, ჩვენ შიდა რემონტებს ვერ ვამოწმებთ თუკი მზიდ კედელებთან არ არის შემხებლობა",
- განმარტავს ზვიად წაქაძე.

მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე და 8 ოქტომბრიდან დღემდე თუ რამდენი შეტყობინება შევიდა ზედამხედველობის სამსახურში, მერიაში გვითხრეს,  რომ  აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემდეგ მოგვაწვდიან.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაღუპულებს შორის სამ არასრულწლოვანია. 

კორპუსის ნგერვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. 








Print