ახალი ამბები
ქუთაისში 22 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
FaceBook
ქუთაისის სკოლებში კოვიდ შემთხვევების მომატების გამო 22 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
თუმცა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის არც ერთი სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

"22 კლასი არის ისეთი ვინც ამ დროისთვის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება სკოლებს, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს",
- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.




Print