ახალი ამბები
ქუთაისში სმენადაქვეითებულებს მერიამ ტელევიზორი აჩუქა
FaceBook
ყრუთა კავშირში ამდრომდე ჟესტების ენის თარჯიმანი უთარგმნის ტელეგადაცემებს.



ქუთაისის ყრუთა კავშირს, რომელშიც 90 წევრია გაერთიანებული, დღეს ტელევიზორი გადასცეს. საჩუქარი აღნიშნულ კავშირს ქუთაისის მერიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადასცეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მათ ტელევიზორთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.
ყრუთა კავშირში ამდრომდე ჟესტების ენის თარჯიმანი უთარგმნის ტელეგადაცემებს.
ქუთაისის მერიამ საჩუქრები დღეს შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის სხვა პირებსაც გადასცა.

Print