ახალი ამბები
"სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლეს"
FaceBook
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები“, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, დაღუპულთა პანაშვიდზე მისვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საჭიროა, გამკაცრდეს მონიტორინგის პროცედურებიც.

"ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა მოხდეს“,
- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

26 მაისის ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ.

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
Print