ახალი ამბები
ტყიბულელი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე  ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  

ჩემპიონატი 6-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით იტალიურ ოლბიაში გაიმართა.

ასპარეზობაში მონაწილეობას 500-მდე სპორტსმენი და მათ შორის საქართველოს ნაკრების 13 კაციანი შემადგენლობა იღებდა. 

ილია ულამანიძე 100 კგ-მდე  წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

მან ნახევარფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს მეტოქეს აჯობა და ფინალური საგზური ღირსეულად დაიმსახურა.

ფინალური დაპირისპირება ილია სულამანიძესა და უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შორის გაიმართა. ქართველმა ფალავანმა გართულებების გარეშე სძლია მეტოქეს  და ახალგაზრდებს შორის უძლიერესის ტიტულს დაეუფლა.
Print