ახალი ამბები
"ნებისმიერ მსურველს შეუძლია სკრინინგში მონაწილეობის მიღება“ - მრგვალი მაგიდა ქუთაისში
FaceBook
"მოძრავი ამბულატორია ქუთაისში დღეს მივიღეთ და ჩავატარეთ პირველი ნებაყოფლობითი ტესტირება С- ჰეპატიტზე“.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა გაიმართა .
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აივ ინფექციათა გამოვლინების სტატისტიკა რეგიონალური ასევე მსოფლიო მასშტაბით. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით დაავადებათა გამოვლენა მზარდია. 
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი გზა" მიიღო მოძრავი მობილური ამბულატორია, რომლის გამოყენებისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია ამავე ორგანიზაციის ქუთაისის ცენტრის კოორდინატორმა, ზაზა ქარჩხაძემ მიაწოდა  ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას.

"მოძრავი ამბულატორია ქუთაისში დღეს მივიღეთ და ჩავატარეთ პირველი ნებაყოფლობითი ტესტირება С- ჰეპატიტზე. ჩვენ ვახორციელებთ პრევენციპულ პროგრამებს და ვაგრძელებთ მსგავს რეჟიმში მუშაობას"- განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო ზიანის შემცირების პროგრამებსა და გამოწვევებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, გოჩა გიორგიძემ, საზოგადოებას მოუწოდა, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და ჩაიტარონ ტესტირება.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს სკრინინგში. ეს არამარტო მოწოდება არამედ ჩემი თხოვნაც იქნება" - ამბობს, გოჩა გიორგიძე.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება არსებული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

თეონა წითაძე

Print