ახალი ამბები
კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე კიდევ არსებობს - მაშველები ტერიტორიას ტოვებენ
FaceBook
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, არის გვერდით არსებული შენობის ჩამონგრევის საშიშროებაც.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა.

"მშენებლების ვარაუდით კიდევ არის საფრთხე. შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული.შეკრებენ მშენებლებს, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს "სინკარების" ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე" – განაცხადა მან.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე შეჩერდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს მაშველები.

გვერდით კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა გუშინ, სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ, გაიყვანეს ტერიტორიიდან.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 3 ბავშვი.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print
თეგები: #ბათუმი