ახალი ამბები
ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა - ეთიკის ქარტია
FaceBook
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

იგი მედიასაშუალებებს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდონ ტრაგედიის გაშუქებისას ვიზუალური მასალის ჩვენებას. 


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ქარტია მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი პირების ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.“

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 8 ცხედარი.
Print