ახალი ამბები
ბათუმში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს
FaceBook
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი ამოასვენეს – ქალი და ბავშვი.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

მაშველები კიდევ ერთს ეძებენ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნი იყო 6 ცხედარი, აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია.


ფოტო: ნეტგაზეთი
Print