ახალი ამბები
შოთა მურღულია - მერიის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულად მოეწყობა
FaceBook
"მომავალი წლიდან ვგეგმავთ მერიის შენობა მოვაწყოთ თქვენთვის ადაპტირებულად. რადგან, თქვენც მოდიხართ აქ და თავისუფლად უნდა შეგეძლოთ გადაადგილება", - აღნიშნა ქუთაისის მერმა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა მომავალი წლისთვის შშმ პირებისთვის ადაპტირებულად მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შშმ პირებთან შეხვედრის დროს განმარტა.

"მომავალი წლიდან ვგეგმავთ მერიის შენობა მოვაწყოთ თქვენთვის ადაპტირებულად. რადაგან, თქვენც მოდიხართ აქ და თავისუფლად უნდა შეგეძლოთ გადაადგილება", - აღნიშნა შოთა მურღულიამ შეხვედრაზე.
ამ დროისთვის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მხოლოდ შემოსასვლელთან არის შშმ პირებისთვის პანდუსები გათვალისწინებული.

შშმ პირებმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქრები მიიღეს.

Print