ახალი ამბები
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
FaceBook
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება", – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.


8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 6 ცხედარი, აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია.
Print
თეგები: #ბათუმი