ახალი ამბები
ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 6 ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად  6 ადამიანი გარდაიცვალა.

და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარდაცვილია 35 წლის ქალი, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 

Ambebi.ge -ს
ინფორმაციით ოჯახის წევრებიდან გადარჩა ბავშვების მამა და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. „მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა" - განუცხადა Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.


ფოტო: ნეტგაზეთი
Print