ახალი ამბები
ნობელის მშვიდობის პრემია ორ ჟურნალისტს გადაეცა
FaceBook
2021  წლის მშვიდობის ნობელის პრემია  ჟურნალისტებმა მიიღეს.

ეს მაღალი ჯილდო  რუსული გაზეთის "Новая газета " მთავარ რედაქტორს დიმიტრი მურატოვსა და ფილიპინური გამოცემის  Rappler-ის დამფუძნებელს მარია რესას გადაეცათ.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, რომელიც მშვიდობის დარგში პრემიებს გასცემს  მურატოვს და რესას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა "მათი ძალისხმევის გამო დაიცვან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც წარმოადგენს მთავარ პირობას დემოკრატიისა და მშვიდობისთვის.“

ნობელის პრემია არის ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები, აჯილდოვებენ გამარჯვებულებს კაცობირობისათვის მნიშნელოვანი მიღწევებისათვის.
Print
თეგები: #ნობელი