ახალი ამბები
არიან დაშავებულები - ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა
FaceBook
ბათუმში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა  26 მაისის ქუჩაზე მოხდა.
არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოებში გაიყვანეს.  მსხვერპლის შესახებ კი,  ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები იმყოფებიან.

ჩამონგრეული კორპუსის გვერდით სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამწის დახმარებით მიმდინარეობს.

ფოტო: ბათუმელები
Print