ახალი ამბები
სკოლის აუცრელი თანამშრომლები კვირაში ერთხელ გაიტესტებიან
FaceBook
სკოლის აუცრელი თანამშრომლები შვიდ დღეში ერთხელ ტესტით გაიტესტებიან.
შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

დადგენილების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირს 14 დღეში პისიარ კვლევა ჩაუტარდება, ხოლო აუცრელ თანამშრომელს  7 დღეში ერთხელ სწრაფი ტესტი.

დადგენილების მიხედვით, მასწავლებელთა ტესტირებისთვის გადამზადედბა სკოლის ექიმი. გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური ცენტრების მიერ.

ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ბრძანების თანახმად, ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

"გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით", – აღნიშნულია ბრძანებაში.

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის პერსონალის 68%.
Print