ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ შშმ პირებს საჩუქრები გადასცა
FaceBook
დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შშმ პირებს და შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებს საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერმა საჩუქრები შშმ პირებს თავად გადასცა და აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მხოლოდ გარემოა შეზღუდული.
გაზქურა, გამათბობელი, ხმოვანი საათი, ტრენაჟორები, წნევის გასაზომი აპარატი - ეს საჩუქრები მიიღო დღეს 30-მა შშმ პირმა და სხვადასხვა ორგანიციებმა.

შშმ პირებისთვის საჩუქრების შესაძენად მერიამ 10 000 ლარის ღირებულების გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.


Print