ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - წარწერები ქუთაისში
FaceBook
"თავისუფლება მიშას" - ქუთაისის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში  წარწერები გაჩნდა.
ავტობუსების გაჩერებებსა და  "ოცნების"  საარჩევნო პლაკატებზე გაკეთებული აღნიშნული წარწერები, სავარაუდოდ, ღამით არის  გაკეთებული, რომელსაც მერიის დასუფთავების სამსახური უკვე შლის.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.

თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამავე თემაზე:




Print