ახალი ამბები
ქუთაისის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისში ორი სკოლის ორ კლასში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 

ვირუსის დადასტურებული შემთხვევა #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის ერთ-ერთ ჯგუფსა და #34 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ერთ-ერთ ჯგუფში გამოვლინდა. 

#34 სკოლაში მთელი კლასი დისტანციურ სწავლაზე, ხოლო პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. 

"თავის დაზღვევის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანეთ მთელი კლასი, სადაც ერთ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. იმიტომ რომ სხვა ბავშვებსაც აღენიშნებოდათ  სისუსტე, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება. იქ  სადაც არ ფიქსირდება სხვა ბავშვებში ასეთი სიმპტომები და ბავშვებიც, ბუნებრივია,  რეკომენდაციების თანახმად ნიღბებით დადიან, არ არის რეკომენდებული მთელი კლასის დისტანციურზე გადასვლა, თუნდაც დაფიქსირდეს ვირუსი კლასში", - აღნიშნავს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. 

ქუთაისში 38 საჯარო და ათი ეკრძო სკოლაა.
Print