ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგები 1 თებერვლიდან დაიწყება
FaceBook
ზამთრის არდადეგების ვადებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. 
როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ , წერეთლის უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი შეწყდება 31 დეკემბერს. 1 იანვრიდან დაიწყება საშობაო არდადეგები, რომელიც დასრულდება 7 იანვარს.

8 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში განახლდება სასწავლო პროცესი, ხოლო 18 იანვრიდან 31 იანვრამდე უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია.

ზამთრის არდადეგები დაიწყება 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით.

გაზაფხულის სემესტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 თებერვლიდან დაიწყება.
Print