ახალი ამბები
"ხელფასების მომატებას დაგვპირდნენ" - "ორი ნაბიჯის'' გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს
FaceBook
ქუთაისში, ქსელური მაღაზია "ორი ნაბიჯის" გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა.
შესაბამისად, 24 საათიანი გაფიცვის შემდეგ დისტრიბუტორებმა და მძღოლებმა მუშაობა გაანახლეს.

"გუშინ ( 6 ოქტომბერს) გვქონდა მოალაპარაკება კომპანიის ხელმძღვანელობასთან. შეგვპირდნენ, რომ ხელფასებს გაგვიზრდნენ. მანამდე კი, სადისტრიბუციო ავტომანქანები, რომლებიც გაუმართავი იყო გამოცვალეს. დღეს უკვე მუშაობა დავიწყეთ",
- ამბობს "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი დისტრიბუტორი მამუკა ჩაჩუა.

6 ოქტომბერს, ქსელური მაღაზიის 20 -მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და უსაფრთხო სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.

ქალაქში "ორი ნაბიჯის" 15 ფილიალია.

დისტრიბუტორების ხელფასი 500 ლარს, ხოლო მძღოლების ხელფასი 650 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში, ,,ორი ნაბიჯის'' დისტრიბუტორები გაიფიცნენ


Print