ახალი ამბები
ვინ შევა ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოში?! - სია
FaceBook
ქუთაისის რიგით მე-7 მოწვევის, 35 წევრიან საკრებულოში. "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი - 17. 

მმართველი პარტიის 18 დეპუტატიდან ხუთი მაჟორიტარი შევა საკრებულოში.

1.ირაკლი შენგელია - გამარჯვების მაჟორიტარი

2.ამირან კოპალეიშვილი - უქიმერიონი, გუმათი
3.თეიმურაზ ნადირაძე - ქალაქ- მუზეუმი

4.მაგდა კოსტავა - კახინოური, მუხნარი​

5. მამუკა რიჟამაძე - ვაკის უბანი

პარტიული სიით 13 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას"

1. დიმიტრი მხეიძე -  მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

2. გია ბასილაძე - მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

3. მანანა ჩიხლაძე - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, შპს "ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი" დირექტორის მოადგილე

4. პაატა ლილუაშვილი - DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი

5. ბაქარ მახარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

6. მარეხი ნიჟარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე

7. ლევან სანიკიძე - შპს "დინა"-ს დირექტორი

8. მერაბ ჭოხონელიძე - შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის დირექტორი

9. მაია სიმონიძე - ს.ს. სამკერვალო კომპანია "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი

10. ბესიკ ხამაშურიძე - ა(ა)იპ რაგბის კლუბი "აია"-ს ვიცე-პრეზიდენტი

11. ბექა ქებულაძე - საზოგადოება ''ბაღისკიდე'-ს თავმჯდომარე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

12. თეა ჯუღელი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

13. ზაქრო მამასახლისი - შპს "ახალი ტაქსები-2009"-ს დირექტორი

რაც შეეხება, მაჟორიტარიულ სიას, საკრებულოში მაჟორიტარული მანდატით შესული დეპუტატების ჩამონათვალი ასეთია.

ოპოზიციიური პარტიებიდან "ნაციონალური მოძრაობა" – 14 მანდატს მიიღებს. 

მათ შორის ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება:

ნიკეა-ძელქვიანი- ანა კოხრეიძე და ავტოქარხანა - ბესიკ ბრეგაძე.

პროპორციული სიით საკრებულოს დეპუტატის მანდატს მიიღებს

1.გრიგოლ შუშანია,

2. გიორგი კილაძე,

3. ხათუნა არველაძე,

4. გაგა მანაგაძე,

5. კახა გაბუნია,

6. ქეთევან ხურციძე,

7. რომან ქვაჩაკიძე,

8. ლაშა შალამბერიძე,

9. ნინო ბიბილეიშვილი,

10. დავით ბახტაძე,

11. თედო მესხი,

12. დარეჯან ფხაკაძე,

"სტრატეგია აღმაშენებელს" კი ქუთაისის საკრებულოში კობა გურული წარმოადგენს.  

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
Print