ახალი ამბები
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში 12 ქალი დეპუტატი იქნება
FaceBook
ქუთაისის რიგით მე-7 მოწვევის საკრებულოში. პირველადი მონაცემებით 35 წევრიან საკრებულოში 12 ქალი დეპუტატი იქნება. 

მმართველი პარტიის 18 დეპუტატიდან ერთი მაჟორიტარი ქალი იქნება. ხოლო  პარტიული სიიდან 4-მა მოიპოვა მანდატი.

"ოცნების" ქალი  მაჟორიტარია:


მაგდა კოსტავა - საფიჩხია-კახიანოური, 

"ქართული ოცნების" სიითი შემადგენლობით ქალი დეპუტატები იქნებიან:

მარეხ ნიჟარაძე

მანანა ჩიხლაძე

თეა ჯაყელი

მაია სიმონიძე

ოპოზიციიური პარტიებიდან "ნაციონალური მოძრაობა" – 14 მანდატს მიიღებს. მათგან ქალი დეპუტატი არის ხუთი.

ერთი მაჟორიტარი ნიკეა-ძელქვიანი- ანა კოხრეიძე.

ხოლო ოთხი პარტიული სიით:

ხათუნა არველაძე,

ქეთევან ხურციძე,

ნინო ბიბილეიშვილი.

დარეჯან ფხაკაძე,

ქუთაისის საკრებულოში ორი ქალი წევრი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას, "საქართველოსათვის": ელეონორა არჩაია და ნინო ჩიკვაშვილი. 

პირველადი მონაცემებით, ​ქუთაისის რიგით მე-7 მოწვევის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი - 17.

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად
Print