ახალი ამბები
იმერეთში საბრძოლო მასალის ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მ.ყ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
Print