ახალი ამბები
ქუთაისის სამ ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა
FaceBook
5 ოქტომბერს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  სააღმზრდელო  პროცესი დაიწყო. თუმცა, ქუთაისის სამ საბავშვო  ბაღში (N7, N13 და N23)   პროცესი არ განახლებულა.
ააიპ ქუთაისის  ბაგა-ბაღების  გაერთიანების დირექტორის ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია. 

"N23 ბაღში ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში გამოსწორდება, ხოლო N7 და N13 კორონავისური დაუფიქსირდა თანამშრომლებს, სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება ეს ბაღებიც", -
ამბობს ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

გაერთიანებაში ამბობენ, სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

ქუთაისის 37 საბავშვო ფილიალში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.



Print