ახალი ამბები
"ქარვასლაში" ხანძარი ლიკვიდირებულია
FaceBook
"ქარვასლაში" სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს.

სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ქარვასლაში" ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე დასაქმებულთა ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში ანთებული სანთლისგან გავრცელდა. დამწვარია ტანსაცმლის მაღაზია.
Print