ახალი ამბები
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება.
აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და  მათი მხარდამჭერები აანონსებენ. 

ციხესთან აქციას ქუთაისიდანაც შეურთდებიან. 

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

Print