ახალი ამბები
ვინ შედის ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარული სიით
FaceBook
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში ორი ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

ცესკოს შედეგების მიხედვით, ქუთაისის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან ორში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა - ბესიკ ბრეგაძემ და ანა კოხრეიძემ გაიმარჯვეს.

დანარჩენ ხუთ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. წინასწარი მონაცემებით, ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" იქნებიან: ირაკლი შენგელია, ამირან კოპალეიშვილი, მამუკა რიჟამაძე, თეიმურაზ ნადირაძე და მაგდა კოსტავა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ხმების 43.84% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53%.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.
Print