ახალი ამბები
ქუთაისის მერიიდან შეშის მიღებას 354 სოციალურად დაუცველი ოჯახი ითხოვს
FaceBook
ამ დროის მონაცემებით შეშით 89 სოციალურად დაუცველი ოჯახია დაკმაყოფილებული.

ქუთაისის მერიაში ზამთრისთვის შეშით დაკმაყოფილების თაობაზე 354 განცხადებაა შესული. ამ დროის მონაცემებით 89 სოციალურად დაუცველი ოჯახია დაკმაყოფილებული. როგორც მერიაში აცხადებენ , შეშას პირველ რიგში იმ ბენეფიციარებს ურიგებენ, რომელთაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ.
"შეშის გარეშე რომ დავჩე გავიყინები არც ბუნებრივი გაზის შემოყვანის საშუალება მაქვს და არც დენის გამათბობელი. ჩემი შემოსავალი მხოლოდ 60 ლარიანი სოციალური დამხარებაა", - აღნიშნავს კუპრაძის #13 -ში მცხოვრები ციალა ახალაძე. ახალაძის სარეიტინგო ქულა 8000 შეადგენს, თუმცა შეშა ჯერ არ მიუღია.
მერიაში ამბობენ, რომ ბენეფიციარების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.

Print