ახალი ამბები
"ვფიქრობდი, პირველ ტურში გავიმარჯვებდი'' - იოსებ ხახალეიშვილი
FaceBook
"ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალიშვილმა,  თვითმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
"ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნები რთულ და საინტერესო გარემოში ჩატარდა. მისი განმარტებით,  შედეგები მოულოდნელი იყო.

"ვფიქრობდი, მე პირადად მექნებოდა ისეთი მხარდაჭერა,  რომ პირველ ტურში გავიმარჯვებდი, თუმცა,  მესამე ძალამ ამ შემთხვევაში გახარიას პარტიამ რა პროცენტიც მიიღო,  ისინი ჩვენი მხარდაჭერები იყნენ. ამ მონაცემებს თუ შევაჯამებთ, სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემთვის 50%-იანი  ბარიერის გადასალახად'', -
განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

"ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით,  ის მეორე ტურში იბრძოლებს და მისი სიყვარული ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

,,ჩემი ქალაქის სიყვარული აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ვიდრე ამ ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანის''.

ქუთაისში 124 უბნიდან 111-ის შედეგები დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ ხმების 43.88% მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 41.42%.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.

Print