ახალი ამბები
"ყველა ვგრძნობთ რეჟიმის რღვევის შეუქცევადობას" - ხატია დეკანოიძე არჩევნების შედეგებზე
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე,  არჩევნების შედეგებს რეჟიმის რღვევის წინაპირობად აფასებს.

მისი თქმით, ქუთაისსა და ქვეყნის მასშტაბით, ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობამ საზოგადოებაში გააჩინა რწმენა, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელია.

"ყველა ვგრძნობთ რეჟიმის რღვევის შეუქცევადობას. უდიდესი ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის მიუხედავად, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს სამოქალაქო ღირსება, მოგვცეს ხმა და აჩვენეს რეჟიმს, რომ მისი დამარცხება არის შესაძლებელი. გუშინ "ქართულ ოცნებას" ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და მათ შორის ქუთაისში
", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქუთაისში 124 უბნიდან 111-ის შედეგები დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ ხმების 43.88% მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 41.42%.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.

Print
თეგები: #არჩევნები 2021