ახალი ამბები
ქალაქები, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური უნდა გაიმართოს - სია
FaceBook
ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, რუსთავი - ეს და კიდევ 16 ქალაქი გამოვლინდა,სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 20 ქალაქიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ამიტომ მერების ასარჩევად 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ქალაქების უემტესობაში მეორე ტური ენმ-სა და "ქართული ოცნების" კანდიდატებს შორის ჩატარდება.

ეს ქალაქებია:თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი თიანეთი ქარელი, ხაშური, ცაგერი ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. 

2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად
Print