ახალი ამბები
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება
FaceBook
იმერეთის 12 მუნიცილიტეტიდან სამში  არჩევნებს მეორე ტური გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური  ქუთაისში, წყატუბოსა და ბაღდათში იქნება.

იმერეთის ცხრა მუნიცილიტეტში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.

2 ოქტომბერს,  საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
Print