ახალი ამბები
ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, თვითმართველობის არჩევნებში 68 509 ამომრჩევველმა მიიღო მონაწილეობა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44. 53 პროცენტს შეადგენს.

ამ დროისთვის 59-ე ოლქში შემავალი 124 საარჩევნო უბნიდან 111 საარჩევნო უბანია დათვლილი.

საოლქო კომისიაში 50-მდე საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს.

ხატია დეკანოიძე- 43,20%

იოსებ ახალეიშვილმა -  41, 56%

ანდრო ლოსაბერიძემ ამომრჩეველთა ხმების - 5,05% მიიღო.

გიორგი გოგუაძე - 8,65%

ირინა საღინაძე - 1,47%

პარტიების წინასწარი მონაცემები  კი ასე გამოიყურება :

,,მესამე ძალა'' -3,31%

,,ევროპული საქართველო'' - 1.08%

,,ნაციონალური მოძრაობა'' - 37,68

,,ევროპული დემოკრატები'' - 0.20%

,,ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეეები'' - 1,8%

,,დავით თარხან-მოურავი'' - 1,16%

,,ლელო'' - 1,03%

,,ლეიბორისტები'' - 1,70%

გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემკრატები - 0,5%

,,გახარია საქართველოსთვის'' - 6,69%

,,ქართული ოცნება'' - 39. 25%

,,გირჩი'' - 1,58%

,,ანა დოლიძე- 1,23%

ქუთაისში სულ 124 უბანია, რომელთა შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად გრძელდება.
Print
თეგები: #არჩევნები 2021