ახალი ამბები
ქუთაისის 54 უბნის შედეგები - წინასწარი მონაცემები
FaceBook
ქუთაისში 54 უბნის შედეგები დათვლილია.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ხმების 43.84% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53%. მესამე ადგილზეა პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. 

ქუთაისში სულ 124 უბანია, რომელთა შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად გრძელდება.
Print
თეგები: #არჩევნები 2021