ახალი ამბები
ქუთაისში პირველი ხუთი უბნის შედეგები ცნობილია
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქუთაისის ხუთი უბნის მონაცემები გამოაქვეყნა.

ხმები დათვლილია #95-ე, #32, #88, # 128-ე და #92-ე უბნებზე. სამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე ლიდერობს. დანარჩენ ორ უბანზე კი ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატმა სოსო ხახალეიშვილმა მიიღო. ხუთი უბნის ჯამური მონაცემით, ხატია დეკანოიძემ 718, ხოლო სოსო ხახალეიშვილმა 747 ხმა მიიღო.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. 

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.


Print