ახალი ამბები
სამი ეგზიტპოლის კვლევა სამი სხვადასხვა შედეგით
FaceBook
სამი ტელევიზიის მიერ შეკვეთილმა ეგზიტპოლმა თვითმმართველობის არჩევნები 2021-ის სამი სხვადასხვა შედეგი აჩვენა.

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით, რომელიც ორგანიზაცია Ipsos Global ჩაატარა   მხოლოდ თბილისის მასშტაბით 17 საათის მონაცემების შედეგები ასეთია:

პარტიული რეიტინგებით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 38% %, ენმ -33%, გიორგი გახარია საქართველოსთვის - 7%.

მერობის კანდიდატებში კვლევის შედეგები ასეთია: ნიკა მელია 40.8%, შემდეგ კახი კალაძე 40.2 % და გიორგი გახარია 8.7%.

ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით კვლევა ორგანიზცია Edison Research-მაც ჩაატარა.

მათი მონაცემის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები ასეთია:

"ქართული ოცნება", კახა კალაძე - 43%;

ნაციონალური მოძრაობა", ნიკა მელია - 39%;

პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 7%.

საქართველოს მასშტაბით პარტიების შედეგების კვლევამ აჩვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 46%, ენმ-მ - 33%, გიორგი გახარია საქართველოსთის - 6% აიღო. 

"გორბის" 18.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო 51,3 %. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მიღო ხმების 34.6%, პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი გახარიამ კი 5.6%.

რაც შეეხება პარტიებს: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 27, 1%, "საქართველოსთვის"- 6, 8%.












Print