ახალი ამბები
საჭიროების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
FaceBook
საკრებულოსა და მერის არჩევნების მეორე ტურების საჭიროების შემთხვევაში, ის 30 ოქტომბერს გაიმართება.

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, მეორე ტურები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს ტარდება და მას ცესკო, პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების არჩევის შემთხვევაში - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი მოქმედებს.

2 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატების მიერ ხმათა საჭირო რაოდენობის ვერ მიღების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებენ.

არჩევნების მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
Print